Monday, July 14, 2014

ტრეინინგის მე-9 დღის რეფლექსია

დღეს შევიტანე საბოლოო შესწორებები ფაილებში, კიდევ უფრო დავხვეწე პროექტის გეგმა, გადავხედე ყველა ნამუშევარს, შევქმენი მასწავლებლის თემატური პორტფოლიო. ავტვირთე მასალები და გამოვაქვეყნე ბლოგზე. 
ინტელის კურსის ტრეინინგი სრულიად ახალი, განსხვავებული და საინტერესო აღმოჩნდა. უზრუნველყოფილი ვიყავით ჩვენთვის საჭირო ყველა რესურსით, ვიმუშავეთ ნაყოფიერად. ტრეინინგმა მომცა იმის საშუალება, რომ ახალ სასწავლო წელს დავგეგმო და განვახორციელო სასწავლო პროექტები, ამის შესაძლებლობა უკვე ნამდვილად მაქვს.

Sunday, July 13, 2014

ტრეინიმგის მერვე დღის რეფლექსია

დღეს თავიდან გადავხედეთ შესრულებულ აქტივობებს და კიდევ უფრო დავხვეწეთ. ამ ხნის განმავლობაში საკმაო ცოდნა დაგვიგროვდა, რომელსაც პრაქტიკული მიზნებისთვის გამოვიყენებთ. შევქმენით მოსწავლის სამუშაო შაბლონი, შევამოწმე ყველა ფაილი. მიხარია, რომ დავძლიე გარკვეული პრობლემები.

Saturday, July 12, 2014

ტრეინინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე დაიწყო შესრულებული სამუშაოს განხილვითა და შეფასებით. ტრეინერმა  განიხილა ყველა ის აქტივობა, რომლებიც შევასრულეთ. შემდეგ დეტალურად აღწერა საწავლო პროცედურები და ამ პროცედურების თანმიმდევრობა და მათი მნიშვნელობა. გავიგე თუ როგორ  შეიძლება მოსწავლის პროვოცირება იმისათვის, რომ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე თვითონ იყოს პროექტზე მუშაობის ინიციატორი. ჩემთვის საინტერესო იყო მოდელირებაზე საუბარი, ხმამაღალი ფიქრი, რომლითაც ხდები მოსწავლის მისაბაძი მაგალითი. მოგვაწოდა რესურსები, რომლებსაც გამოვიყენებთ განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლეებისათვის.

Tuesday, July 8, 2014

ტრეინინგის მეექვსე დღის რეფლექსია

    დღესაც შეფასების რუბრიკებზე ვიმუშავეთ. შესრულებული დავალებების განხილვის შემდეგ გავეცანი მზა პროდუქტის შეფასების სქემებს. ტრეინერმა ყველა სქემა დეტალურად განიხილა. ზოგიერთი რუბრიკა ჩემთვის სიახლე იყო.   ჩამოვყალიბდი, თუ რა ტიპის პროდუქტს შევქმნიდი და შეფასების რუბრიკაც მას შევუსაბამე. ტრეინერმა გაგვაცნო საპრეზენტაციო პროგრამა, მისი სპეციფიკა და ეფექტები. 
         მიხარია, რომ ყოველდღიურად ცოდნას ვიძენ.

ტრეინინგის მეხუთე დღის რეფლექსია

        ტრეინინგის მეხუთე დღე დაეთმო შეფასების რუბრიკების გაცნობას. ტრეინერმა ცალკე განიხილა ის მეთოდები, რომლებიც მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაში დაგვეხმარება. ესენი იყო გრაფიკული ორგანიზატორები: T სქემა, დროის გრაფიკი, ვენის დიაგრამა, მოვლენათა ჯაჭვი, ცნების რუკა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ სქემებს სასწავლო პროცესში რეგულარულად ვიყენებ, მაინც იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე. ცალკე უნდა აღვნიშნო მოსწავლეთა თვითშეფასება და ერთმანეთის შეფასება. მართლაც საჭირო ინფორმაცია მივიღე, დეტალურად გავეცანი  მრავალფეროვან, სხვადასხვა სირთულის შეფასების ფორმებს. ტრეინერმა ისაუბრა შეფასების სქემების მნიშვნელობასა და ეტაპობრივად მათი გამოყენების აუცილებლობაზე, რაც, საბოლოოდ სასურველ შედეგზე გაგვიყვანს.  კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ  სრულყოფილი  პროდუქტი თანმიმდევრული და სწორი შეფასების შედეგია. 
      დღე აქტივობებით დატვირთული და ნაყოფიერი იყო.

Saturday, July 5, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკვითხვებსა და მათ კლასიფიკაციაზე. ისინი დაიყო სამ ჯგუფად: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ტრეინერმა ისაუბრა კითხვების დასმის მნიშვნელობასა და მათ კავშირზე პროექტის სასწავლო მიზნებთან. ცალ-ცალკე განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, მათი არიალი და სპეციფიკა. ტრეინერმა ახსნა   ამ კითხვების სწორად დასმის ტექნიკა.  განვიხილეთ პედაგოგების პროექტების თემები და ვიმსჯელეთ როგორ შეიძლებოდა ამ თემებზე კითხვების სწორად დასმა. საბოლოოდ, აქტივობა შესრულდა სწორად და თანმიმდევრულად.

ტრეინინგის მესამე დღე

ტრეინინგის მესამე დღე ტრეინერმა დაიწყო იმაზე საუბრით თუ როგორ უნდა გაფორმდეს პროექტის გეგმა. აღნიშნა, რომ  თავდაპირველად უნდა შეირჩეს თემა, რომელშიც ლაკონურად აისახება პროექტის ძირითადი არსი. ყურადღება გაამახვილა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის სასწავლო მიზნებისა და შედეგების შესაბამისობა სტანდარტსა და ინდიკატორებთან, რომ ნათლად და კომპაქტურად უნდა იყოს ფორმულირებული მიზანი, რომელიც აღწერს მოსალოდნელ შედეგებს,  ისაუბრა კონკრეტული პრობლემის განსაზღვრაზე, რეალურ სიტუაციებზე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, თუ როგორ შეიძლება ცოდნის გაგება, გამოყენება, გაანალიზება, შეფასება და სინთეზი. სახელმძღვანელოდ გაგვაცნო და მოგვაწოდა სხვადასხვა რესურსი. საბოლოოდ დავასკვენით, რომ: 
  • საპროექტო თემა არ უნდა სცილდებოდეს სასწავლო პროგრამას;
  • უნდა გავითვალისწინოთ სტანდარტი და მოსწავლეთა მზაობა;
  • პროექტში მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა უნდა იყოს მნიშვნელოვანი, აქტუალური;
  • დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.