Saturday, July 5, 2014

ტრეინინგის მესამე დღე

ტრეინინგის მესამე დღე ტრეინერმა დაიწყო იმაზე საუბრით თუ როგორ უნდა გაფორმდეს პროექტის გეგმა. აღნიშნა, რომ  თავდაპირველად უნდა შეირჩეს თემა, რომელშიც ლაკონურად აისახება პროექტის ძირითადი არსი. ყურადღება გაამახვილა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის სასწავლო მიზნებისა და შედეგების შესაბამისობა სტანდარტსა და ინდიკატორებთან, რომ ნათლად და კომპაქტურად უნდა იყოს ფორმულირებული მიზანი, რომელიც აღწერს მოსალოდნელ შედეგებს,  ისაუბრა კონკრეტული პრობლემის განსაზღვრაზე, რეალურ სიტუაციებზე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, თუ როგორ შეიძლება ცოდნის გაგება, გამოყენება, გაანალიზება, შეფასება და სინთეზი. სახელმძღვანელოდ გაგვაცნო და მოგვაწოდა სხვადასხვა რესურსი. საბოლოოდ დავასკვენით, რომ: 
  • საპროექტო თემა არ უნდა სცილდებოდეს სასწავლო პროგრამას;
  • უნდა გავითვალისწინოთ სტანდარტი და მოსწავლეთა მზაობა;
  • პროექტში მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა უნდა იყოს მნიშვნელოვანი, აქტუალური;
  • დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.

No comments:

Post a Comment