Saturday, July 5, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია


 ჩემთვის ინტელის კურსის პროექტებით სწავლება საინტერესო სიახლეა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახის პროექტზე ნამუშევარი ვარ და გავლილი მაქვს 16 საათიანი ტრეინინგი პროექტებსა და კვლევებზე, აღმოჩნდა, რომ ბევრ საკითხს სიღრმისეულად არ ვფლობდი. თავდაპირველად ტრეინერი გვესაუბრა თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტებით მუშაობას, რა უნარებს ავითარებს და როგორ უწყობს ხელს მოსწავლეების განვითარებას, პრობლემების დაძლევას, სასწავლო პროცესში დაგროვილი ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანასა და ამოცანების ამოხსნას, პროდუქტის შექმნას და ა.შ.  გარდა ამისა ტრეინერმა ახსნა საინფორმაციო ტექნოლოგიების  მნიშვნელობა თანამედროვე სასკოლო ცხოვრებაში. ვისწავლე როგორ უნდა შევქმნა ბუკლეტი Maicrosoft publisher-ის გამოყენებით, აქამდე ამ პროგრამით არ მისარგებლია. გარდა ამისა, გავიგე როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები სხვადასხვა რესურსის გამოყენებისას.
გავეცანი საპროექტო ნიმუშებს და განვიხილე ისინი, ერთმანეთს ვუზიარებდით მოსაზრებებს, ვმსჯელობდით და ვაკეთებდით დასკვნებს.

No comments:

Post a Comment